ყველაზე ხშირად ადამიანები ფლებოლოგს (სისხლძარღვთა ქირურგს) მიმართავენ ვარიკოზული ვენების დროს, კაპილარული ბადეების გაჩენისას, ფეხებში მუდმივი სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნებისას, წვივებისა და ტერფების შეშუპებისას, ღამის კრუნჩხვების, სიარულის დროს ტკივილის ან ვიზუალურად გადიდებული ვენების შემთხვევაში. ეს სიმპტომები შესაძლოა მიუთითებდეს ვენური სისხლის ნაკადის დარღვევაზე და საჭიროებდეს პროფესიონალურ შეფასებას.